пятница, 12 апреля 2024 г.

ამაზონი - აქციები, ფასდაკლებები

  გვერდზე , რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი

 აღნიშნული გვერდის  გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გვერდზე. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-საც აღწევს.

 აღნიშნული  გვერდი მხოლოდ ქართულენოვან სვლაგეზს აქვეყნებს, იგი არ იწერს საქონელს და კონსულტანტები არ ყავს. ამაზონიდან დამოუკიდებლად უნდა გამოიწეროთ. ამაზონიდან გამოწერა არაა რთული.

  საქონლის უდიდესი არჩევანი, ზომიერი ფასები, დროული მოწოდება- დამახასიათებელია ამაზონისათვის.

 ამაზონზე ყოველთვის შედით ამ გვერდიდან > https://www.medgeo.net/ამაზონი-ფასდაკლებებით/









вторник, 6 октября 2015 г.

სეპტაფაგი

სეპტაფაგი

სავაჭრო სახელწოდება:  სეპტაფაგი / Septaphage

სეპტაფაგი - საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):    Bacteriophagum Intestinalis
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანტიბაქტერიული საშუალებები  - ბაქტერიოფაგი
სეპტაფაგი - სტერილური ხსნარი
სხვა და სხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სითხე.
სეპტაფაგი - ტაბლეტი
თეთრი, მონაცრისფრო ტაბლეტები Read the rest of this entry »
..
..

ფაგიო

ფაგიო

სავაჭრო დასახელება: ფაგიო / Phagyo

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
პიო ბაქტერიოფაგი თხიერი
Pyo Bacteriophagum Liquidum
ფაგიო - აღწერილობა:
სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სითხე.
ფაგიო - შემადგენლობა:  Read the rest of this entry »
..
..

понедельник, 29 апреля 2013 г.

სამკურნალო ტურიზმის განვითარება საქართველოში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2007 წელს სამკურნალო ტურიზმის ინდუსტრია შეფასდა 60 მილიარდ დოლარად და აჩვენა 30%-იანი ზრდა, მაშინ, როდესაც მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია მთლიანობაში იზრდება საშუალოდ 4-5 პროცენტით წლიურად.
2012 წლისათვის ივარაუდება, რომ ტურიზმის ინდუსტრია გაიზრდება 100 მილიარდ დოლარამდე.
სამკურნალო ტურიზმის განვითარება საქართველოში   სამკურნალო ტურიზმი წარმოადგენს ტურიზმის სფეროს, როდესაც საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზანს წარმოადგენს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება, რომელიც მოიცავს, როგორც სამკურნალო კურორტებზე დასვენებას, ისე ქირურგიულ ჩარევასა და სხვადასხვა კოსმეტიკურ ოპერაციებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2007 წელს სამკურნალო ტურიზმის ინდუსტრია შეფასდა 60 მილიარდ დოლარად და აჩვენა 30%-იანი ზრდა, მაშინ, როდესაც მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია მთლიანობაში იზრდება საშუალოდ 4-5 პროცენტით წლიურად.
2012 წლისათვის ივარაუდება, რომ ტურიზმის ინდუსტრია გაიზრდება 100 მილიარდ დოლარამდე. 2007 წლის მონაცემებით მსოფლიოს სხვადასხვა სამკურნალო კურორტზე ისვენებდა   100 მილიონზე მეტი ადამიანი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ქ-ბნ მაია სიდამონიძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს შეინიშნებოდა ზრდა სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით, მისი წილი ქვეყნის ტურიზმის მთლიან ინდუსტრიაში მხოლოდ 1%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საქართველოში არსებული სამკურნალო კურორტების შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი გამოუყენებელია.
სამკურნალო ტურიზმის სარგებლიანობა ქვეყნისათვის გამოიხატება   ეკონომიკური, სოციო-კულტურული და გარემოს გაუმჯობესების კუთხით. სამკურნალო ტურიზმის, ისევე როგორც, ზოგადად ტურიზმის განვითარება, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. თუმცა, ტურიზმის სხვა სახეებისგან განსხვავებით, სამკურნალო ტურიზმის განვითარება მოითხოვს გაცილებით მეტი და მაღალკვალიფიციური პერსონალის არსებობას. ამიტომ საჭირო ხდება შესაბამისი  პროფესიონალების მიერ სპეციალური გადამზადების კურსებისა და ტრეინიგების ჩატარება.
სამკურნალო ტურიზმის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ გაცილებით დიდი შემოსავლის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, ვიდრე ტურიზმის სხვა სახეებს. სამკურნალოდ ჩამოსული ტურისტები უფრო მეტ დროს ატარებენ ქვეყანაში, ვიდრე უბრალოდ დასასვენებლად ან გასართობად ჩამოსულები. უამრავი ადამიანი ამჯობინებს სამკურნალო კურორტებზე დასვენებას და ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობას, ვიდრე მედიკამენტოზურ მკურნალობას. სამკურნალო კურორტებზე ისინი ერთის მხრივ, იტარებენ სამკურნალო თერაპიას, ხოლო მეორეს მხრივ, ისვენებენ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, ეცნობიან სხვდასხვა ქვეყნის ბუნებას, კულტურას, ტრადიციებს, ერთი სიტყვით, სასარგებლოს უთავსებენ სასიამოვნოს.
განასხვავებენ კურორტების სამ ძირითად ჯგუფს – კლიმატურს, ბალნეოლოგიურსა და ტალახით სამკურნალოს. კლიმატური კურორტი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მთის, ზღვის სანაპირო, ტყის და ველის, ხოლო ბალნეოლოგიური კურორტი – სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო. თუ კურორტზე ერთდროულად არსებობს რამდენიმე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი, მაშინ ის შერეული პროფილისაა.
საქართველო გამორჩეულია კურორტებით – ბორჯომი, წყალტუბო, ქობულეთი, აბასთუმანი, ახტალა, ბაკურიანი, ბათუმი, ბახმარო, მწვანე კონცხი, ნაბეღლავი, საირმე, პატარა ცემი, სურამი. თბილ ბალნეოლოგიურ კურორტებს შორის აღსანიშნავია უწერა, ცაიში, ციხისძირი, ცემი, წაღვერი, შოვი, ჯავა და სხვა მრავალი. სამკურნალო კურორტების განვითარება აუცილებელია ადგილობრივი მოთხოვნებიდან გამომდინარეც.
მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 2009 წელს სუნთქვის ორგანოთა დაავადებების დიაგნოზით რეგისტრირებული იქნა 505  340 შემთხვევა, ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოზით - 121  061. სამკრნალო ტურიზმის განვითარებაში აქტიური როლი ეკისრება სახელმწიფოს. მთავრობამ მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ინვესტორების მოძიებას, შექმნას მათთვის ხელსაყრელი საგადასახადო გარემო, შედარებით იაფად გადასცეს მათ მის განკარგულებაში არსებული სამკურნალო კურორტები და თავის თავზე აიღოს ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სამკურნალო კურორტების განვითარებას და მათი კონკურენტუნარიანობის შექმნას დასჭირდება საკმაოდ დიდი სახსრები, რომელთა მოძიებაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უცხოური ინვესტორების მოზიდვით. მართალია, ადგილობრივი ინვესტიციების განხრციელების შემთხვევაში კურორტიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად ქვეყანაში დარჩება, მაგრამ სასურველი იქნებოდა იმ ინვესტორების მოზიდვა, რომელთაც აქვთ საკმაო გამოცდილება სამკურნალო კურორტების მართვის სფეროში (მაგალითად, Danubius Hotels Group)  და შეუძლიათ ქართული კურორტები დაუახლოვონ საერთაშორისო სტანდარტებს, გაწიონ შესაბამისი მარკეტინგული საქმიანობა და მოიზიდონ ტურისტები, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან. უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ დანერგონ ქართულ კურორტებზე თანამედროვე ტექნოლოგიები, მკურნალობის მოწინავე მეთოდები და მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ არსებული რესურსები.
სამკურნალო ტურიზმის განვითარებაში აქტიური როლი უნდა შესარულონ ტუროპერატორებმა, რომლებმაც უნდა გამოიყენონ თავიანთი კავშირები და აქტიური რეკლამა გაუწიონ ქართულ კურორტებს. სამკურნალო კურორტების რეკლამირებისთვის კარგი საშუალებაა სოციალური ქსელები, რომელთაც მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოიხმარს. საინტერესო იქნებოდა საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტების მოწვევა, რომლებიც ქართული კურორტების კვლევის შემდეგ დადებდნენ კომპეტენტურ დასკვნას და დაადასტურებდნენ ჩვენი სამკურნალო კურორტების უპირატესობებს. ასეთი პროფესიონალური შეფასებები იქნება საკმაოდ დიდი სტიმული უცხოელებისთვის, იმისათვის, რომ მათ გადაწყვიტონ საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსვლა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკურორტო რაიონში ფუნქციონირებდეს უკაბელო ინტერნეტი. ინტერნეტის გარეშე თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია, ამიტომ უცხოელ დამსვენებლებს სჭირდებათ მუდმივი ხელმისაწვდომობა მასზე. საბოლოოდ, სახელმწიფოს, ინვესტორებისა და ტუროპერატორების კოორდინირებული მოქმედება უზრუნველყოფს ქვეყანაში სამკურნალო ტურიზმის სწრაფი ტემპებით განვითარებას.
სამკურნალო კურორტების განვითარება პირდაპირ აისახება მთელი რაიონის განვითარებაზე. როგორც წესი, ამა თუ იმ ქვეყანაში სამკურნალოდ ჩასული ტურისტები, რომლებიც მოხიბლულნი რჩებიან კურორტით, ცდილობენ მათი ვიზიტები გახადონ რეგულარული, შეიძინონ ან დაიქირაონ აგარაკები იმავე რაიონში. ამა თუ იმ ქვეყანაში სამკურნალოდ ჩასულ ტურისტებს ხშირად მიყვებიან ოჯახის წევრები, რაც კიდევ უფრო ზრდის ტურისტების რაოდენობას. შედეგად, რაიონში განვითარდება უძრავი ქონების ბიზნესი. შეძლებული ტურისტების მომრავლება რაიონში აჩენს ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივებისათვის, კერძოდ, მათ ადგილზევე შეეძლებათ გაასაღონ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნაწილი, გაშენდება ახალი სკვერები და დასასვენებელი პარკები, სადაც დასაქმდებიან ადგილობრივები. გამწვანება ხელს შეუწყობს გარემოს გაჯანსაღებას. ასევე, უცხოელი ტურისტების მომრავლება რაიონში ქმნის საბანკო და სასტუმროს მომსახურების გაფართოების საჭიროებას, რაც უზრუნველყოფს   დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას.
საკურორტო რაიონების განვითარება შეაფერხებს მოსახლეობის მიგრაციას და შექმნის შემოსავალს ადგილობრივებისთვის. 2008 წლის მონაცემებით აშშ-ს 1.5 მილიონზე მეტ მოქალაქე გაემგზავრა ქვეყნიდან სამკურნალოდ. ეს ფაქტი ძირითადად უკავშირდება აშშ-ს სამკურნალო კურორტებზე არსებულ მაღალ ფასებს. მკურნალობის მაღალი ხარჯები როგორც აშშ-ს, ისე ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს უბიძგებს ეძიონ სამკურნალო კურორტები   განვითარებად ქვეყნებში, სადაც, ფასები გაცილებით დაბალია. მათი ასეთი მიდგომა წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომელთაც სამკურნალო ტურიზმის ინდუსტრიაში დამკვიდრებისათვის აქტიურად უნდა მიმართონ დაბალი ფასების პოლიტიკას. ფასებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მომენტია ავიაბილეთების ფასები. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში შეინიშნება ავიაკომპანიების მომრავლება, ასევე, ივარაუდება კომპანია "რაინ ეარის" შემოსვლა ქართულ ბაზარზე, რომელიც ბილეთების უპრეცედენტო სიიაფით გამოირჩევა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოგზაურობა მსურველებს საკმაოდ იაფი დაუჯდებათ. კიდევ ერთი დადებითი მხარე, რომელიც იაფ, მაგრამ ხარისხიან სამკურნალო კურორტებს გააჩნიათ არის მათი უპირატესობა ჩართული იქნენ სამედიცინო დაზღვევის პაკეტში.
ბოლო წლებში შეიმჩნევა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო კომპანიებს მომხმარებელთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით სამედიცინო დაზღვევაში შეაქვთ მომხმარებლის სამკურნალო კურორტზე   გამგზავრება. რადგანაც სადაზღვევო კომპანიის ძირითადი მიზანი მოგების მიღებაა, იგი ეცდება დანახარჯების მაქსიმალურად შემცირების მიზნით მოიძიოს ის სამკურნალო კურორტები, სადაც დასვენება შედარებით იაფი ჯდება. სამკურნალო ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისას კარგი იქნებოდა უკრაინის კონკრეტული მაგალითის გათვალისწინება, როცა სახელმწიფომ შექმნა „სპეციალური ეკონომიკური ზონა“ 20 წლიანი ვადით საკურორტო ქალაქ ტრუსკავეცში ("Kurortopolis Truskavets"), რომელიც ბიზნესებს და ინვესტორებს ანიჭებდა სხვადასხვა საგადასახადო პრივილეგიებს.                     
ბოლო წლებში, პოსტ-საბჭოთა სივრციდან სამკურნალოდ ჩასული ტურისტების რაოდენობის ზრდა შეინიშნება ბელარუსში. 2009 წელს 130  000-ზე მეტი ტურისტი ჩავიდა ბელარუსის სამკურნალო კურორტებზე, რამაც ქვეყანას მოუტანა დაახლოებით 29 მილიონი ევროს (145 მლრდ. ბელარუსული რუბლი) შემოსავალი. ბელარუსის სამკურნალო კურორტებზე   დასვენების ფასები ერთ ადამიანზე მერყეობს დღეში 10-დან 40 ევრომდე. სეზონის პიკზე (ზაფხულში) კი 120 ევროსაც აღწევს.                     
კიდევ ერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყანის, სომხეთის სამკურნალო კურორტ Arzni-ზე, სადაც მკურნალობენ ნერვულ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, გინეკოლოგიურ დარღვევებს, დასვენების დღიური საფასური ერთ სულზე მერყეობს $15-დან $30-მდე.                     
ფასები შედარებით დაბალია ბულგარეთში, თუმცა საფასო კონკურენციის გაწევა შეიძლება მისთვისაც. ამისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა იქნება საკურორტო ზონებში მოქმედი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გაკეთება, რც მათ მიცემს სტიმულ უფრო მეტი თანხები ჩადონ სამკურნალო ტურიზმის ბიზნესში და ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ ექნებათ სტიმული შეინარჩუნონ დაბალი ფასები და შესაბამისად აქტიურად განაგრძონ ფასისმიერი კონკურენცია უცხოურ კურორტებთან. ურიგო არ იქნებოდა, რომ მთლიანად გათავისუფლებულიყო გადასახადებისგან საკურორტო ზონებში მოქმედი ბიზნესი. ამ გზით სახელმწიფო მოახდენდა ბიზნესის და შესაბამისად რაონის სწრაფი განვიტარების სტიმულირებას და გადაწყვეტდა ადგილობრივი დასაქმების პრობლემებს. სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ახალი კადრების გადამზადებაში.
სამკურნალო კურორტების განვითარება ზოგადად, საჭიროებს მოსახლეობის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მომზადება-გადამზადებას შემდეგი მიმართულებებით: სამედიცინო პერსონალი, სასტუმროს პერსონალი, სარესტორნო პერსონალი, საბანკო პერსონალი. ინტენსიური სახე უნდა ქონდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის უცხო ენების (განსაკუთრებით ინგლისური ენის) სწავლებას. უცხოელმა ინვესტორების მიმართ, რომლებიც გადაწყვეტენ ინვესტირებას საქართველოს საკურორტო ზონებში, უნდა იქნეს წაყენებული გარკვეული მოთხოვნები, რომელთა შორისაც უმთავრესია სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მოქლაქეებისთვის, კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის. სახელმწიფო მოახდენს ადგილობრივთა გადამზადებას და ინვესტორს შესთავაზებს კვალიფიციურ პერსონალს. ინვესტორი კი თავის მხრივ, დაასაქმებს მათ მოთხოვნა შეიძლება იყოს, რომ ამა თუ იმ ობიექტზე, ადაც ხორციელდება ინვესტირება, მთლიანი პერსონალის 80-90%-ს შეადგენდნენ ადგილობრივები ან საქართველოს სხვა მოქალაქეები.
ავტორი :თენგიზ თაქთაქიშვილი


http://education.ge/index.php?do=definition/view&id=996