воскресенье, 28 апреля 2013 г.

საქართველოში უცხოელი მოგზაურების 1% „სამედიცინო ტურისტები“ არიან

ავტორი ნანა მღებრიშვილი, The FINANCIAL

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს კურორტებზე მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით  უცხოელი ტურისტების მხოლოდ 1% იყო ჩამოსული.
2010 წელს საქართველოში სულ  2,032,586  უცხოელი მოგზაური იმყოფებოდა. ქვეყანა წლის ბოლოს რეკორდული რაოდენობის, 3 მილიონ ტურისტს ელოდება. თუმცა, საქართველოში სამედიცინო ტურიზმს განვითარება სჭირდება. ამავე დროს, ეს დიდი შესაძლებლობაა ინვესტორებისათვის. 2010 წელს მკურნალობის მიზნით ქვეყანაში მაცხოვრებელთა 9 % –მა იმოგზაურა.
საქართველოში 103 კლიმატური და სამკურნალო კურორტია. „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოშიმსოფლიო ში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია,“ აცხადებს The FINANCIAL - თან საუბარში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ბექა ჯაყელი.
„ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის თბილისში არსებული ბალნეოლოგიური ცენტრი. დედაქალაქებს შორის ასეთი ცენტრი მხოლოდ თბილისსა და ბუდაპეშტშია,“ გვითხრა მან.
საქართველოში დაახლოებით 2000 მინერალური წყაროა. მინერალური წყლების სიმდიდრე და მრავალფეროვნება პაციენტებს საშუალებას აძლევს მრავალი დაავადებისგან განიკურნონ, მათ შორის როგორიცაა ნივთიერებათა ცვლის მოშლილობა, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური და სხვა სნეულებები.
საქართველოში გაზიანი მინერალური წყლები ყველაზე გავრცელებულია. ასეთი წყლები საჭმლის მონელების სისტემის სხვადასხვა დარღვევების სამკურნალოდ  გამოიყენება.
ქვეყანაში კურორტების განვითარება 19-20 საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ამ პერიოდში დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი ბორჯომსა და აბასთუმანში, ხოლო მოგვიანებით მე 19 საუკუნის ბოლოს შავი ზღვის სანაპიროზე. საბჭოთა პერიოდში ქართული კურორტები აღიარებული იყო როგორც ერთ–ერთი საუკეთესო სამედიცინო დანიშნულების ადგილები.
ქართული ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს არ სთავაზობს.

ექსპერტების თქმით, ცუდი ინფრასტრუქტურა და რეკლამის არარსებობა არის მთავარი პრობლემები, რაც აფერხებს საქართველოში სამკურნალო ტურიზმის განვითარებას.

„როგორ უნდა გავყიდოთ სამედიცინო ტურპაკეტები, როდესაც ელემენტარული ინფრასტრუქტურაც კი არ არსებობს. ამ ტიპის პაკეტებზე მოთხოვნა არ არის,“ გვითხრა საქართველოს შემომყვან ტუროპერატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა.
„ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები ძირითადად მაღალმთიან რაიონებში მდებარეობს, სადაც ინფრასტრუქტურა განუვითარებელია.  ტურისტები არ ჩამოვლენ სანამ ეს  პრობლემა არ მოგვარდება,“ ამბობს საქართველოს ექიმთა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ზაზა ხაჭიპერაძე.
„ამ სექტორის განვითარებისათვის, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სტრატეგია,“ გვითხრა ტურიზმის ექსპერტმა მარინა მეტრეველმა. „ ეს მხოლოდ გზების რეაბილიტაციას არ გულისხმობს, ადგილობრივ მცხოვრებლებს უნდა ჩაუტარდეს სემინარები და ტრეინინგები, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გააუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და როგორ იურთიერთონ ტურისტებთან.“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტრატეგია სამედიცინო ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით ორ საფეხურს მოიცავს: პირველი ეს არის გზების,  კავშირგაბმულობისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია და მეორე პირდაპირი ინვესტიციები სამედიცინო ტურიზმში, რათა  მოხდეს ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ სამკურნალო ტურიზმის მიმართ ინვესტორები ს ინტერესი იზრდება, რადგან საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს,“ თქვა ჯაყელმა.  „ამჟამად,ინვესტორები უკვე მუშაობენ საირმეში და ჩვენ წყალტუბოსთან დაკავშირებითაც  გვაქვს გეგმები.“

„ჩვენ ხშირად ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებზე საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციისათვის,“ გვითხრა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის მენეჯერმა გვანცა რაზმაძემ. „ ეს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას  შეუწყობს ხელს.“

Tourism and Entertainment group – ი ერთადერთია ტურისტული სააგენტოებიდან, რომელსაც შიდა სამედიცინო ტურები აქვს.  სააგენტოს დირექტორს ავთანდილ ჭედიას ერთი წელია რაც ეს ბიზნესი აქვს და მისი თქმით, რამოდენიმე უცხოელმა ისარგებლა სამკურნალო ტურით.

წარმატებული სამედიცინო ტურიზმი რეალობისგან ძალიან შორს არის,“ გვითხრა ჭედიამ. „  კურორტებზე არ არის კეთილმოწყობილი სასტუმროები და საოჯახო ტიპის სახლები. ინტერნეტში კურორტების ფოტოებიც არ მოიპოვება, რომ ტურისტმა ნახოს და გაუჩნდეს იქ გამგზავრების სურვილი. მთავრობას მარტოს არ შეუძლია ყველაფრის გაკეთება. ადგილობრივმა მოსახლე ობამა ც უნდა შეუწყოს ხელი, მათ უნდა შეაკეთონ სახლები.  საცხოვრებველი პირობები უკეთესი რომ იყოს, ჩვენ ჩამოვიყვანდით ტურისტებს, რაც მომგებიანი იქნებოდა როგორც ჩვენთვის, ისე ადგილობივი მოსახლეობსიათვის.“

ზაზა ხაჭიპერაძის თქმით,  საქართველოში სამედიცინო ტურიზმის ბევრი ასოციაცია არსებობს და მათთან ერთად ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე გავიდნენ.

საქართველოს მთიანი ზონა გამოირჩევა ულამაზესი ლანდშაპტებით, ჯანმრთელი ჰავითა და მრავალრიცხოვანი წყაროებით. მთის ჰავის დადებითი სასარგებლო სამკურნალო თვისებები - სუფთა ჰაერი, მზის (მათ შორის ულტრაიისფერი) რადიაციის ინტენსივობა, რის გამოც იგი უფრო აქტიური ხდება, ზაფხულში ზომიერი ტემპერატურა (დაბლობ ზონასთან შედარებით) - ასევე ხელს უწყობს დასვენებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია კლიმატური პირობები დაბალმთიან (500-1000 მ. ზღვის დონიდან) და საშუალმთიან (1000-2000 მ. ზღვის დონიდან) ზონებში, სადაც თავმოყრილია სამთო-კლიმატური და ბალნეოკლიმატური კურორტები. ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე უმთავრესად სჭარბობს ბალნეოლოგიური კურორტები (ნაბეღლავი, ზვარე, ნუნისი, ტყვარჩელი). ზღვის დონიდან 700-1000 მ სიმაღლეზე - ბალნეოკლიმატური კურორტები (ბორჯომი, საირმე, უწერა, სურამი), ხოლო 1000-1500 მ სიმაღლეზე - სამთოკლიმატური კურორტები (აბასთუმანი, წაღვერი, ცემი, ჯავა, კოჯორი, კიკეთი. მანგლისი). საკურორტო მიზნით ზონა ზღვის დონიდან 1500-2000-მ სიმაღლეზე გამოიყენება ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყენებენ (შოვი, ბახმარო). აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი კურორტია ბაკურიანი. მთის ზონაში განლაგებულ კურორტებზე წარმატებით მკურნალობენ ფილტვის ტუბერკულიოზს, ბრონქიალურ ასთმას, სისხლნაკლებობას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ზოგიერთ ფორმას, ნევროზებს, და ა.შ.

შესანიშნავი კლიმატური პირობებისს მქონე შავისზღვისპირეთი წარმოადგენს კურორტების განვითარების უმნიშვნელოვანეს ზონას. ამ ზონაში განლაგებულია ძირითადად, კლიმატური კურორტები - გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, გუდაუთა, სოხუმი, ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, ურეკი და სხვ. ზღვის ჰავა წარმატებით გამოიყენება სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოების დაავადებათა, ნერვიული სისტემის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ.


http://www.financial.ge/Main_News/Travel_Biz/75640_საქართველოში_უცხოელი_მოგზაურების_1%25_„სამედიცინო_ტურისტები“_არიან/

Комментариев нет:

Отправить комментарий